გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან

შეხვედრა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

24 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს ლაშა შაკულაშვილს შეხვდა. ლაშა შაკულაშვილმა, რომელიც ახლახანს ნიუ-იორკიდან ჩამოფრინდა, სახელმწიფო მინისტრს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პროექტზე, მის ამოცანებსა და სამომავლო გეგმებზე მოუყვა. გაეროში სიტყვით გამოსვლის პარალელურად მან ქართული დიასპორის ხელშეწყობით შეაგროვა და თბილისში ჩამოიტანა ინგლისურ-ენოვანი წიგნები და სხვა საჩუქრები რეგიონში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისათვის.
გელა დუმბაძემ სტუმარს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტული პროექტები, დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და შესთავაზა თანამშრომლობა.
შეხვედრას მინისტრის მრჩეველი გიორგი მერაბიშვილი ესწრებოდა.

 

 

IMG_6814 copy
IMG_6827 copy
IMG_6833 copy
IMG_6837 copy