გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა წმ. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის რექტორთან

შეხვედრა წმ. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის რექტორთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

25 თებერვალს, დიაპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის რექტორს, პროფესორ, მალხაზ ბაძაღუას შეხვდა. პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ, სახელმწიფო მინისტრს, კონკურსის დებულება ,,საქართველო დავით აღმაშენებლის ეპოქაში“ წარუდგინა. სახელმწიფო მინისტრმა მალხაზ ბაძაღუას კონკურსის განხორციელებაში მხარი დაუჭირა და თანამშრომლობა შესთავაზა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და ასევე ნებისმიერ მსურველს.

წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის ისტორიულ-ლიტერატურულ ნაშრომზე “საქართველო დავით აღმაშენებლის ეპოქაში“ კონკურსის პირობები:
წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის წესდების თანახმად ცხადდება ისტორიულ-ლიტერატურულ ნაშრომზე “საქართველო დავით აღმაშენებლის ეპოქაში“ კონკურსი რომელიც ჩატარდება ოთხ საკონკურსო ჯგუფში:
1. საჯარო და კერძო სკოლების მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები;
2. უმაღლესი სასწავლებლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები;
3. უმაღლესი სასწავლებლების და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების პედაგოგები და მეცნიერ-თანამშრომლები;
4. სხვა დაინტერესებული პირები. კონკურსის პირველი ეტაპი შესარჩევი ტური პირველი, მეორე, მესამე საკონკურსო ჯგუფებისათვის ჩატარდება სასწავლო, სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში რეცენზიის მისაღებად. დადებითად რეცენზირებული ნაშრომი წარედგინება აკადემიას.მეოთხე საკონკურსო ჯგუფი, ნაშრომს წარადგენს უშუალოდ აკადემიაში. თითოეულმა კონკურსანტმა ნაშრომი უნდა მოამზადოს ინდივიდუალურად და წერილობით წარადგინოს დამოწმებულ რეცენზიასთან ერთად ქართულ ენაზე , ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო მისამართზე. როგორც ელექტრონული ფოსტის ასევევ „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით . მოსწავლეებმა 8–10 –მდე გვერდი; სტუდენტებმა, პედაგოგებმა, მეცნიერ–თანამშრომლებმა და სხვა დაინტერესებულ პირებმა 12-15 –მდე გვერდი.

კონკურსის მეორე ეტაპი დასკვნითი ტური ჩატარდება წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიაში. აკადემიის საკონკურსო კომისია შეარჩევს ოთხივე საკონკურსო ჯგუფში გამარჯვებულებს. გამარჯვებულის გამოვლენა:
• კონკურსის მონაწილეთა ნაშრომების შეფასებას ახდენს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს აკადემიის რექტორატი.
• ოთხივე საკონკურსო ჯგუფში, გამოვლინდებიან გამარჯვებული კონკურსანტები. გარდა ამისა დასახელდებიან სპეციალურ ნომინაციებში გამარჯვებულები, ნომინაციებს დაადგენს საკონკურსო კომისია წარმოდგენილი ნაშრომებიდან გამომდინარე;
• გამარჯვებულთა დასაჯილდოებლად აკადემია და მხარდამჭერი ორგანიზაციები აწესებენ ჯილდოებს: დიპლომებს და ფულად პრემიებს;
• კონკურსში გამარჯვებული ნაშრომები აკადემიის მიერ გამოქვეყნდება ცალკე კრებულად;
დაჯილდოება საკონკურსო ჯგუფების მიხედვით გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან აკადემიის დიპლომით, სპეციალური პრიზებით და ფულადი პრემიებით.

კონკურსის ჩატარების ვადები კონკურსი გამოცხადდება 2015 წლის 9 თებერვალს კონკურსის პირველი ეტაპი – შესარჩევი ტური ჩატარდება 2015 წლის 9 თებერვლიდან 12 მაისამდე. კონკურსის მეორე ეტაპი – დასკვნითი ტური ჩატარდება 2015 წლის 12 მაისიდან 01 სექტემბრამდე. სამეცნიერო კონფერენცია და გამარჯვებულთა დაჯილდოვება ჩატარდება 2015 წლის 24 სექტემბერს ქალაქ მარტვილში. ნაშრომთა კრებული გამოიცემა 2015 წლის 24 სექტემბერს

საკონტაქტო ინფორმაცია : ტელ: 577929901 577171676 საკონტაქტო მისამართი წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემია მისამართი: თბილისი,0186, სანდრო ეულის ქუჩა N3; ელ. ფოსტა: Gchacademy@gmail.com