გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა თესალონიკში მცხოვრებ თანამემამულეებთან

შეხვედრა თესალონიკში მცხოვრებ თანამემამულეებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს მართავს.
28 თებერვალს შეხვედრა გაიმართა ქალაქ თესალონიკის დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და იქ მცხოვრებ თანამემამულეებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა დიასპორის წინაშე არსებული საჭიროებები. სახელმწიფო მინისტრი თანამემამულეებს ესაუბრა აპარატის საქმიანობაზე, მუშაობის სპეციფიკაზე და სამომავლო გეგმებზე. მან, ასევე, მოისმინა ის პრობლემები, რასაც საბერძნეთში მცხოვრები თანამემამულეები საბერძნეთში საქმიანობისას აწყდებიან. გელა დუმბაძემ თანამემამულეებს დახმარება აღუთქვა საკითხების გადაწყვეტაში, აპარატის შესაძლებლობებიდან გამომდინარე.