გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა რიჩარდ ნორლანდთან

შეხვედრა რიჩარდ ნორლანდთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტის წინ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, გელა დუმბაძეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ეწვია. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი, კორტნი ოსტრიანი და სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი ნინა მატიაშვილი.

შეხვერაზე განხილული იქნა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარნტიორობის ოფისის მიერ ორგანიზებულ „გლობალური პარტნიორობის კვირეულში“ სამინსიტროს მონაწილეობის საკითხი და მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ს სამ ქალაქში: ქ. ვაშინგტონში, ქ. ლოს ანჯელესსა და ქ. ნიუ იორკში ქართულ დიასპორებთან შესახვედრად. რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა სამისნიტროს მიერ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტთან წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და სამინისტროს მიერ 2015 წლისთვის დაგეგმილი პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერა გამოთქვა.