გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ზაფხულის სკოლა მიგრაციის საკითხებზე

ზაფხულის სკოლა მიგრაციის საკითხებზე

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ENIGMMA”-ს ორგანიზებით 2015 წლის 28 ივნისიდან – 4 ივლისის ჩათვლით, ყვარელში ჩატარდება ,,საერთაშორისო ზაფხულის სკოლა მიგრაციის კვლევის შესახებ“.

ზაფხულის სკოლა მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გაიარონ კვლევაზე ორიენტირებული, მრავალდისციპლინური და ინოვაციური აკადემიური კურსი საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის შესახებ.
ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის შესახებ განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალიზაციის/გამოცდილების მქონე შემდეგი მიმართულების სტუდენტებს: სამართალი (საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები), ეკონომიკა, დემოგრაფია, მედია. ასევე, შესაბამისი დისციპლინის მაგისტრატურის სტუდენტებს, სახელმწიფო უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
განაცხადის განხილვის შემდეგ, ENIGMMA პროექტის გუნდის მიერ, ევროკავშირისა და საქართველოს ექსპერტებთან თანამშრომლობით, შეირჩევა 20 მონაწილე საქართველოდან და საზღვარგარეთ მცხოვრები 10 თანამემამულე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 10 აპრილი. ზაფხულის სკოლის სამუშაო ენაა ინგლისური. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გაეცანით მასალას ან ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს: www.enigmma.ge

Application_Form
Summer SchoolI nformation
Summer School Research Outline