გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია 100-ზე მეტ საინვესტიციო პროექტს ამზადებს

დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია 100-ზე მეტ საინვესტიციო პროექტს ამზადებს

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

17 დეკემბერს, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გუბაზ სანიკიძე, მისი პირველი მოადგილე, შალვა კიკნაველიძე და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ზაალ სარაჯიშვილი პარლამენტში დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დიასპორული ინვესტიციების განხორციელების კუთხით ასოციაციის გეგმებზე ისაუბრეს.
ასოციაციის თავმჯდომარის გიორგი სვანიძის თქმით, ორგანიზაცია 100-ზე მეტ საინვესტიციო პროექტზე მუშაობს. ამასთან, მისივე შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია სავიზო რეჟიმის გამარტივება, რაც მეტი ტურისტის შემოსვლას შეუწყობს ხელს, ხოლო ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელების პროცედურებს გაუმარტივებს.
თავის მხრივ, გუბაზ სანიკიძემ დაადასტურა მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება, გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რაც ქვეყანაში მეტ ინსვესტიციის შემოტანას უზრუნველყოფს და ქვეყნიდან გასულ ადამიანებს უკან დააბრუნებს.