გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ნიუ იორკის ქართულ დიასპორასთან

შეხვედრა ნიუ იორკის ქართულ დიასპორასთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

14 მარტს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა ქალაქ ნიუ იორკის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მუხრან გულაღაშვილი, უფროსი მრჩეველი ნინა მატიაშვილი, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ნიუ იორკში დიანა ჟღენტი და საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა მისი აპარატის უახლეს აქტივობებზე, დიასპორის ჩართულობის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე, იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომელთაც აპარატი ახორციელებს. აღინიშნა აპარატის აქტიური თანამშრომლობა აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტთან, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან და საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსთან, დიასპორული პროგრამების შემუშავების მიზნით.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა უშუალოდ დიასპორისგან მოისმინა დიასპორის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები, დაისვა სამშობლოში დიასპორული ორგანიზაციების ცნობადობის ამაღლების საჭიროების საკითხი და ამ მხრივ, თავად დიასპორის სურვილი. საუბარი აგრეთვე შეეხო დიასპორული რესურსებისა და ტალანტის სამშობლოში გამოყენების აუცილებლობას, დიასპორის ფინანსური პოტენციალის მობილიზებას და მიმართვას მათსავე სასიკეთოდ, აღინიშნა აპარატის თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან, დიასპორული სადეპოზიტო ანაბრებისა და დიასპორული ბონდების დანერგვის მიმართულებით.

 

 

 

IMG_1466 copy
IMG_1478 copy
IMG_1495 copy