გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

თურქეთის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი

თურქეთის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის მოწვევით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება თურქეთის რესპუბლიკის საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების საქმეთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კუდრეთ ბულბული.
თურქეთის დელეგაციამ პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, გელა დუმბაძესთან გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის და მათი მხარდაჭერის კუთხით. საუბარი ასევე შეეხო იმ პროექტებს, რომლებსაც ორივე მხარე ერთობლივად განახორციელებს.
ორმხრივ შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მუხრან გულაღაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზექი ლევენთ გურმუქჩუ ესწრებოდნენ.
კუდრეთ ბულბული მომდევნო შეხვედრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, თამარ სანიკიძესთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან, სოზარ სუბართან გამართავს.