გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა სტრასბურგის ქართულ დიასპორასთან

შეხვედრა სტრასბურგის ქართულ დიასპორასთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

3 აპრილს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სტრასბურგის ქართული დიასპორის ხელმძღვანელს, ბატონ თეიმურაზ საყვარელიძეს და ქართული საკვირაო სკოლის თანადამფუძნებელს, ელენე ოთარაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე სტუმრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქართული ენის და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების პრობლემებზე, ქართული საკვირაო სკოლის სასწავლო პროგრამებისა და სერტიფიცირების საკითხებზე, ასევე დიასპორული გადმორიცხვების, დაზღვევის, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ინვესტიციების თემებზე.
ჩვენმა თანამემამულეებმა ხაზგასმით დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრება ისეთი პრობლემების ირგვლივ, როგორიცაა საზღვარგარეთ მძიმე დაავადებით მყოფი არალეგალი ემიგრანტების და უცხოეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენების საკითხის მოგვარება, მაგალითად, დიასპორული გაერთიანებული ფონდის დაფუძნებისა და ამოქმედების გზით.
სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შესახებ, ისაუბრა სახელმწიფო მინისტრის აპარატის უახლოესი გეგმებზე და სტუმრები 27 მაისს, დიასპორის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ პროფესიულ ფორუმზე მიიწვია, სადაც მათ საშუალება მიეცემათ ფართოდ და ქმედითად განიხილონ ნებისმიერი ინიციატივა, რომელთა განხორციელება რეალურ სარგებელს მოუტანს როგორც ქართულ ემიგრაციას, ისე ზოგადად საქართველოს და ქართულ საზოგადოებას.