გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრის მიმართვა დიასპორას

სახელმწიფო მინისტრის მიმართვა დიასპორას

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ძვირფასო თანამემამულენო,

მოგეხსენებათ, 14 აპრილს საქართველო, ტრადიციულად აღნიშნავს დედა ენის დღეს! ქართული ენა  უნიკალურია მსოფლიოში არსებულ 14 ორიგინალურ ანბანს შორის  და იოანე ზოსიმეს მიხედვით: „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან!“

ჩვენი დედა ენა, ეს ხელთუქმნელი უნიკალური საგანძური,  დიდმა წინაპრებმა   მრავალ განსაცდელს გამოატარეს. მათ შორის, – საბჭოთა იმპერიის მცდელობას, კონსტიტუციიდან ამოეღოთ საგანგებო მუხლი, რომლითაც ქართულ ენას სახელმწიოებრივი სტატუსი ენიჭებოდა. 1978 წლის 14 აპრილს, ჩვენი საზოგადოება გაერთიანდა ქართული ენის სტატუსის დასაცავად, რამაც მრავალი თვალსაზრისით პოზიტიური შედეგი გამოიღო.  ჩვენი ღრმა რწმენით, სწორედ ამ დღემ  მისცა დასაბამი  ეროვნულ მოძრაობის ახალ ტალღას, რასაც რეზულტატად საქართველოს დამოუკიდებლობა მოჰყვა.

ჩვენ გვაძლიერებს ყოველი, რაც გვაერთიანებს! და დედა ენაა სწორედ უმთავრესი ჩვენს ამ ძალისხმევაში!

მოგმართავთ ინიციატივით, 14 აპრილს 14:00 საათზე, თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ქალაქის ცენტრი იქნება ეს თუ ტაძარი, – სანთელი დავუნთოთ ჩვენს ძვირფას დედა ენას. განსხვავებული აღმსარებლობის ქვეყნებში შესაძლოა სხვა ფორმის ღონისძიებაც. მთავარია,  ერთად შეკრებისას წარმოთქვათ იოანე ზოსიმეს  „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“.

ამასთანავე, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი, ამ საამაყო მიზეზის გარშემო თავშეყრის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალები. საუკეთესო ღონისძიება სამინისტროს მხრიდან სპეციალური პრიზით აღინიშნება.

torn_paper_texture___free_for_personal_use_by_moonlight4ngel-d3afz55 copy