გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა IOM-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან

შეხვედრა IOM-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

3 აპრილს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ილიანა დერილოვას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრის აპარატის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლები. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი პროგრამების მიმდინარეობასა და შედეგებზე. ხაზი გაესვა კვალიფიციური თანამემამულეების სამშობლოში დროებითი დაბრუნების პროგრამის (TRQN III) ჯეროვან შესრულებას და წარმატებას. ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ მხარდაჭერილი პროექტის, ვებ-პორტალის www.tanamemamule.ge განვითარების და პოპულარიზაციის საკითხები.

IMG_7970
IMG_7982
IMG_7975