გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა GIZ-ის წარმომადგენლბთან

შეხვედრა GIZ-ის წარმომადგენლბთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

16 აპრილს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს, კერძოდ მიგრაციის და განვითარების პროგრამის კოორდინატორს ბენიამინ ვიუსტენს ასევე უფროს კონსულტანტს მიგრაციისა და დიასპორის საკითხებში დოქტორ ირმა წერეთელს შეხვდა.

შეხვედრაზე ბენიამინ ვიუსტენმა მინისტრს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს ინიციატივა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გააცნო, რომელიც ეხება საქარველოში მიგრაციის პოლიტიკის განვითარებას. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მზად არის დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, დაგეგმოს და განახორციელოს გრძელვადიანი პროგრამა, ასევე, ხელი შეუწყოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინსტიტუციონალურ განვითარებას. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) სახელმწიფო მინისტრის აპარატს, გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის მექანიზმების განვითარებაში და სხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობის გაზრდაში დაეხმარება.

IMG_8701
IMG_8703
IMG_8705
IMG_8710