გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დასაქმება სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტებისთვის

დასაქმება სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტებისთვის

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

17 დეკემბერს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის

ორგანიზებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა შეხვედრა

დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტს,

გიორგი სვანიძეს და საქართველოში დაბრუნებულ დიასპორასა და დასაქმების

მსურველ ახალგაზრდებს შორის.
ასოციაციის პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამშენებლო და

სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ბიზნეს პროექტები და

ისაუბრა აღნიშნულ სფეროში დასაქმების პერსპექტივებზე.
შეხვედრის დასრულებისთანავე გიორგი სვანიძე ინდივიდუალურად გაესაუბრა

შევხედრის თითოეულ მონაწილეს და დეტალურად გაეცნო მათ პროფესიულ

ცოდნასა და უნარ-ჩვევებს შემდგომი დასაქმებისთვის.