გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გელა დუმბაძე სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

გელა დუმბაძე სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. სახელმწიფო მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრთან, ჰრანუშ აკობიანთან გამართა შეხვედრა.
ქალბატონმა აკობიანმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გააცნო სომხეთის სახელმწიფო პოლიტიკა დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში. ისაუბრა იმ ძირითად საქმიანობაზე, რასაც სომხეთის დიასპორის სამინისტრო ახორციელებს. სომხეთის დიასპორის მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა დიასპორულ ორგანიზაციებთან პარტნიორული თანამშრომლობის როლსა და სტრატეგიულ მნიშვნელობას სომხეთის სახელმწიფოებრივი განმტკიცებისა და განვითარებისთვის.
თავის მხრივ, გელა დუმბაძემ ქალბატონ მინისტრს გააცნო პროგრამები, რომელსაც ახორციელებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ესაუბრა სამომავლო გეგმებზე და მოიწვია დიასპორის ფორუმზე, რომელიც საქართველოში ოქტომბერში გაიმართება.

საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრების შეხვედრა