გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გელა დუმბაძის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

გელა დუმბაძის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. სახელმწიფო მინისტრი მიუნხენში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ ეკლესიაში წირვას დაესწრო, რის შემდეგაც მიუნხენის ქართული საკვირაო სკოლა მოინახულა და სკოლის აღსაზრდელებს საბავშვო ლიტერატურა და სასკოლო თვალსაჩინოებები გადასცა საჩუქრად. მინისტრი ქართული ცეკვის ანსამბლის რეპეტიციასაც დაესწრო.

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა მიუნხენში მცხოვრებ ქართველებთან. შეხვედრა ქართული სათვისტომოს ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გელა დუმბაძემ გერმანიაში მცხოვრები ქართველების წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ეს სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი პირველია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაარსებიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

გელა დუმბაძის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში