გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გელა დუმბაძის შეხვედრა ბერლინში მცხოვრებ ქართველებთან.

გელა დუმბაძის შეხვედრა ბერლინში მცხოვრებ ქართველებთან.

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, ბერლინში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქაართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია, ასევე ქ.ბერლინში, ქ.ჰოსტამდსა და ქ.ჰანოვერში არსებული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, სახელმწიფო მინისტრმა აპარატის მიერ განხორციელებულ სამუშაოებსა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მან ასევე ბერლინში მცხოვრები ქართველების წინაშე არსებულ პრობლემები მოისმინა,. ხაზი გაესვა ორმაგი მოქალაქეობის საკითხს. ქ. ჰანოვერში არსებულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ მინისტრს საკვირაო სკოლებისთვის წიგნების და თვალსაჩინოების გადაცემის თხოვნით მიმართეს, რომლის გადაცემაც უახლოეს მომავალში მოხდება.