გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე გიორგის ხსენებას, წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს. საუკუნეების განმავლობაში ქართველი ერის ცნობიერებაში წმინდა გიორგი სიმართლის, ბოროტებასა და ცოდვაზე უფლის ბრწყინვალე გამარჯვების სიმბოლოდ დამკვიდრდა და ქართველი კაცის სანუკვარი იდეალების გამოხატულებად იქცა. არც ერთ ქვეყანაში არ აღნიშნავენ გიორგობას ასე მრავლად. საქართველოში არ დარჩენილა არც ერთი კუთხე, წმინდა გიორგის სახელზე ტაძარი არ აგებულიყო. წმინდა გიორგისადმი ქართველი ერის გამორჩეული სიყვარული ალბათ იმანაც განაპირობა, რომ ჩვენს ქვეყანას მუდამ მძიმე და წინააღმდეგობებით სავსე გზაზე უწევდა სიარული, უამრავი ბრძოლისა და განსაცდელის გადატანა უხდებოდა. წმინდა გიორგი იყო ქართველებისათვის მებრძოლი და გმირი წმინდანი, რომელიც ქართველთა ლაშქარს გამარჯვებებისაკენ მიუძღვებოდა. ამიტომაც, განსაცდელის ჟამს ქართველი ერი მუდამ წმინდა გიორგის მიმართავდა, სწამდა, რომ საბრძოლო დროშებზე გამოსახული წმინდა გიორგი ქართველებს უთანასწორო ბრძოლაში შეეწეოდა.
სრულიად საქართველოს, ქართველ ხალხს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ვულოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღის მადლი და გამარჯვებები არ მოკლებოდეს ჩვენს სამშობლოს!

დიასპორის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის აპარატი