გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორული სტაჟირება 2015

დიასპორული სტაჟირება 2015

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

აპლიკაციების მიღება „დიასპორული სტაჟირება 2015“-ისთვის დაიწყო! პროექტი სპეციალურად იმ სტუდენტებისთვის შეიქმნა ვინც უცხოეთში იღებს განათლებას და სურს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს გაუზიაროს. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება უკვე მესამე წელია ერთობლივად ახორციელებენ აღნიშნულ პროექტს, რაც სტუდენტებში დიდი მოწონებით სარგებლობს.

სტაჟირება დაიწყება 13 ივლისიდან და 4 კვირის განმავლობაში სტუდენტები ინტენსიურ პრაქტიკებს გაივლიან სახელმწიფო და ახლა უკვე კერძო სექტორშიც! სურვილის შემთხვევაში მონაწილეს შეუძლია დამსაქმებელთან შეთანხმების შედეგად განაგრძოს სტაჟირება ან დასაქმდეს შესაბამის უწყებაში. პროექტი იმითაც უნიკალურია, რომ პრაქტიკული კურსის პარალელურად მონაწილეებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ კულტურულ-შემეცნებით აქტივობებში, რაც მათ საქართველოში რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა შემდეგი ბმულის საშუალებით:

https://docs.google.com/forms/d/1Fdu8tc1RL4gMRKvT_Oo25_wNb06nTMaNwChN3PD4-Qo/viewform?fbzx=9123065032756799047

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ! info@wugs.org