გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

პირველი პროფესიული დიასპორული ფორუმი – ,,გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს”

პირველი პროფესიული დიასპორული ფორუმი – ,,გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს”

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ძვირფასო თანამემამულენო,

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, გვაქვს პატივი მოგიწვიოთ ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე,რომელიც ა.წ. 27-29 მაისს ქ. თბილისში გაიმართება.

27 მაისს, დიასპორის დღის ფარგლებში დაგეგმილია პირველი პროფესიული დიასპორული ფორუმის – ,,გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს” ჩატარება. ფორუმი მიზნად ისახავს სამშობლოსთვის დიასპორული გამოცდილების გაზიარებას, დიასპორასა და სამშობლოს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ისე კერძო და სამოქალაქო სექტორთან.

ღონისძიებაში მონაწილეობენ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სხვადასხვა პროფესიის წარმატებული თანამემამულეები, სასულიერო პირები, საქართველოს ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ფორუმის ოფიციალური გახსნითი ცერემონიის შემდეგ, მონაწილენი დაიყოფიან ინტერესთა სფეროების – ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების, მედიცინის, დიასპორული ორგანიზაციების, ახალგაზრდობისა და სპორტის, დიასპორული ინვესტიციების, მედიისა და ისტორიული დიასპორის ჯგუფებად.

დიასპორის პროფესიული პოტენციალის სამშობლოს სასიკეთოდ მიმართვის უზრუნველყოფის მიზნით, ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ კონკრეტულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ეფექტური თანამშრომლობის გზებზე. თემატურ ჯგუფებში მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია და დებატები, რათა გამოიკვეთოს დიასპორის ინიციატივები არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ პრობლემათა გადაჭრის ფართომასშტაბური, მდგრადი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად, რასაც სამომავლოდ ხელშესახები რეალური შედეგები მოჰყვება.

დიასპორის დღის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება – საზღვარგარეთ მოღვაწე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, კლასიკური მუსიკის კონცერტი, ლიტერატურულ და სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოება, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან შეხვედრა, სამშობლოში განხორციელებულ ინოვაციათა გასაცნობი ტური.

საკონტაქტო პირი: სალომე დოლიძე
mail: sdolidze@diaspora.gov.ge