გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი- „თბილისი 2015“

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი- „თბილისი 2015“

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ძვირფასო თანამემამულეებო,

2015 წლის 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში, ქ. თბილისში ტარდება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი- „თბილისი 2015“, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს 49 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი. აღნიშნულთან დაკავშირებით, 26 მაისს ქ. ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე გაიმართება ოლიმპიური ცეცხლის ანთებისა და გადაცემის ცერემონია. ოლიმპიური ცეცხლი ესტაფეტით გადაეცემა საქართველოს დელეგაციას, რომელიც მას საზეიმოდ პირველად ჩამოიტანს საქართველოში.

ოლიმპიური ცეცხლის გადაცემა და ჩამოტანა პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში, ამდენად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თქვენს დასწრებას და თანადგომას საქართველოს დელეგაციისთვის ცეცხლის გადაცემის ცერემონიაზე.

თანდართულ ფაილში იხილეთ ცერემონიის დღის წესრიგი.

პროგრამა “თბილისი 2015”