გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საზოგადოებრივი ცხოვრების 12 წელი

საზოგადოებრივი ცხოვრების 12 წელი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2015 წლის 20 ივნისს შედგა თესალონიკის სპორტულ-კულტურული საზოგადოება ,,საქართველო,,-ს (თავმჯდომარე ელგუჯა მინაძე) ჩამოყალიბების 12 წლის საიუბილეო საღამო.

საღამო გაიხსნა საქართველოში, თბილისში სტიქიის მსხვერპლთა მოსაგონარით და წუთიერი დუმილით დამსწრე საზოგადოებამ პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
თესალონიკის ამბელოკიპის მერმა ბატონმა კირიზოღლუმ განსაკუთრებული პატივი მიაგო სტიქიით დაზარალებულებს და თანადგომა გამოხატა მათ მიმართ.
თესალონიკში, ამბელოკებში მყოფ ქართველებს უსურვა შემდგომი წინსვლა და განვითარება, ამავე დროს აღუთქვა, რომ მისი მერობის პერიოდში ქართული საზოგადოება განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება და მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობისათვის.
საზეიმო საღამო წარმოდგენილი იყო საზოგადოება ,,საქართველო,,-სთან არსებული საკვირაო სკოლით (პედაგოგი მარადი გოგიშვილი), ქორეოგრაფიული ანსამბლით ,,საქართველო,, (ქორეოგრაფი დონარი ყაველაშვილი), თანამედროვე ცეკვების ჯგუფი ზაზა ხელაძის ხელმძღვანელობით.
საზოგადოებას იუბილე მიულოცა თესალონიკის მხატვართა საზოგადოებამ და მათი სახელით ქალბატონმა სვეტლანა ქუქჩიშვილი-მუზენიდუმ სამახსოვრო სიგელები გადასცა საზოგადოებას და საზოგადოებასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,საქართველო,,-ს .
მისალოცი სიტყვები წარმოთქვეს თესალონიკში მცხოვრებმა ქართული საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებმა.
საკუთარი ლექსებით გამოხატეს საზოგადოებისადმი პატივისცემა ნანა ჩხაიძემ და მარინა ოსიპიადუმ.
საღამო მიჰყავდა ლიკა ალექსიძეს.