გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული დიასპორა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად

ქართული დიასპორა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ 13 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიის გამო და სამძიმარს უცხადებენ სტიქიის შედეგად დაღუპული პირების ოჯახებს.

დამანგრეველი სტიქიის შემდეგ ჩვენი თანამემამულეების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცენდენტო თანადგომა და ყოველდღიურად სახელმწიფო მინისტრის აპარატში შემოდის ზარები სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების დახმარების სურვილით. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილია პუნქტები სადაც ქართველები აგროვებენ ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებს საქართველოში გამოსაგზავნად. გარდა ამისა ჩვენი თანამემამულეები ატარებენ საქველმოქმედო კონცერტებს და აუქციონებს, შემოსულ თანხებს კი დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად რიცხავენ.

 

 

ქართული დიასპორა სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად
11656231_10204656194832528_1417526347_o