გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

თესალონიკში მცხოვრები ქართველების დახმარება თბილისს

თესალონიკში მცხოვრები ქართველების დახმარება თბილისს

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქ. თესალონიკისში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ თბილისში განვითარებული სტიქიის გამო და სამძიმარს უცხადებენ დაღუპული პირების ოჯახებს. მათ შეაგროვეს 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ტონა ნახევარი ჰუმანიტარული ტვირთი (საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, საბავშო ტანსაცმელი, ფეხსაცმელები და ა.შ). ასევე მამა გიორგიმ პარაკლისი გადაუხადა მიცვალებულების ხსოვნას. ამასთან ერთად თესალონიკში მცხოვრები ქართველები აგროვებენ ფულად სახსრებს დაზარალებულთა დასახმარებლად.