გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ლევილის მამულის პარიტეტული კომისიის მორიგი სხდომა

ლევილის მამულის პარიტეტული კომისიის მორიგი სხდომა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

24 ივნისს, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში ,,ლევილის შატოს” მამულისა და ქონების საქართველოსთვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე. სხდომას, ასევე, ესწრებოდნენ პარიტეტული კომისიის წევრები, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, გოჩა ჯავახიშვილი, ირენ ციციშვილი, ეთერ ფაღავა, ტიერი ბერიშვილი. სხდომაში, აგრეთვე, მონაწილეობას იღებდა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეკატერინე სირაძე–დელონე. მიმდინარე საკითხებთან ერთად, პარიტეტული კომისიის სხდომაზე განხილვის ძირითად საგანს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის შემდეგ, რომში ფრანგული აკადემიის – “Villa Medici”–ს ტიპის ქართულ–ფრანგული კულტურულ–ისტორიული ცენტრის დაფუძნება და შემდგომში მისი ამოქმედება წარმოადგენდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სხდომამ მოისმინა ვერსალის უნივერსიტეტის პროფესორის, არქიტექტორ რიშარ საბატიეს ხედვები და რეკომენდაციები, რომლებიც მან თავის გუნდთან – ამ დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა. რიშარ საბატიემ, კომისიის წევრებს გააცნო თავისი მოსაზრებები და წინადადებები ლევილში “Villa Medici”–ს ტიპის ქართულ–ფრანგული კულტურულ–ისტორიული ცენტრის დაფუძნებასა და მის შემდგომ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ბატონ საბატიეს რეკომენდაციებმა აღნიშნული იდეის შემდგომი განვითარების პერსპექტივების თაობაზე, კომისიის წევრების მოწონება დაიმსახურა.