გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის განხილვა

საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის განხილვა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

3 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის განხილვის მიზნით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სანდრო ბრეგაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დავით ლეჟავა, სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი, ნინა მატიაშვილი, ეროვნული ბანკისა და მიგრაციის სამდივნოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილული იქნა ინფორმაცია სამინისტროში მიმდინარე ეკონომიკური მიმართულების საქმიანობების შესახებ. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა წარადგინა სამინისტროს უახლესი აქტივობები დიასპორული საინვესტიციო პროექტების შესახებ, აღინიშნა მსოფლიო ბანკთან დაწყებული თანამშრომლობა ქვეყანაში დიასპორული ობლიგაციების განვითარების მიზნით, აგრეთვე განხილული იქნა დიასპორული საინვესტიციო რესურსების მობილიზების და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების საკითხები.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ზემოაღნიშნულ საკითხებზე შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.