გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა საბერძნეთის საელჩოს მრჩეველთან

შეხვედრა საბერძნეთის საელჩოს მრჩეველთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2015 წლის 7 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საქართველოში საბერძნეთის საელჩოს მრჩეველს ეკონომიკურ და კომერციულ საკითხებში, იანის დერმენტზოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე გელა დუმბაძემ და იანის დერმენტზოღლუმ დიდი ყურადღება დაუთმეს საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყანაში ახლახანს ჩატარებულ რეფერენდუმს და გამოთქვეს იმედი, რომ საბერძნეთი, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების დახმარებით, დაძლევს მის წინაშე არსებულ სირთულეებს და ქვეყანა განვითარების რითმს დაუბრუნდება.
იანის დერმენტზოღლუმ აღნიშნა, რომ საბერძნეთის რეფერენდუმზე მოსახლეობამ უარი განაცხადა კრედიტორების მძიმე პირობებზე. მან ისაუბრა არსებულ მდგომარეობაზე, რომ მოსახლეობის ხელფასები და პენსია ექვსჯერ არის შემცირებული. ქვეყანაში ბანკები ხუთშაბათამდე დახურულია.  საჯარო ტრანსპორტი ამ დრომდე შეუფერხებლად განაგრძობს ფუნქციონირებას, საერთაშორისო ფრენები უწყვეტი რეჟიმით ხორციელდება. იანის დერმენტზოღლუს თქმით, დღევანდელი ევროჯგუფის შეხვედრის შედეგად დაიწერება ახალი ისტორია, სადაც გადაწყდება ქვეყნის ევროზონაში დარჩენის საკითხი.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს და მათ ამჟამინდელ გართულებულ მდგომარეობას, აგრეთვე, საქართველოში არსებულ ბერძნულ კომპანიებში იმ მაღალკვალიფიცირებულ ემიგრანტთა დასაქმებას, რომელთაც გააჩნიათ სათანადო ენის ცოდნა და საბერძნეთში მუშაობის გამოცდილება. იანის დერმენტზოღლუმ განსაკუთრებით გამოყო საქართველოში მათი დასაქმების შესაძლებლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა, სასოფლო–სამეურნეო სექტორი, ფერმერული მეურნეობები.
გელა დუმბაძემ იანის დერმენტზოღლუს აპარატის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრის დასასრულს, სახელმწიფო მინისტრმა საბერძნეთსა და ბერძენ ხალხს საუკეთესო მომავალი უსურვა და გამოთქვა რწმენა, რომ იმ ქართველების ბედი და მომავალი, რომლებიც ბერძენ ხალხთან ერთად იზიარებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, გაუმჯობესდება, რომ საბერძნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები გაღრმავდება და განვითარდება.