გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ENIGMMA (საქართველოში მიგრაციის მართვის გაძლიერება) მიგრაციის სფეროში ახალგაზრდა ექსპერტთა ახალი თაობისთვის ტრენინგს ატარებს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ENIGMMA (საქართველოში მიგრაციის მართვის გაძლიერება) მიგრაციის სფეროში ახალგაზრდა ექსპერტთა ახალი თაობისთვის ტრენინგს ატარებს

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გასულ კვირას, წამყვანი მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საქართველოში, ყვარელში შეიკრიბნენ, რათა მიგრაციის სფეროში ახალგაზრდა ექსპერტთა ახალი თაობისთვის მიგრაციის მართვაში ტრენინგი ჩაეტარებინათ. ტრენინგის მიზანი იყო საქართველოს განვითარების ძალისხმევის ხელშეწყობა, მიგრაციის მართვასა და კვლევაზე განსაკუთრებული ყურადღების კონცენტრირებით.

ექსპერტები დიდი ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, ნიდერლანდების მაასტრიხტის მმართველობის სკოლიდან, ავსტრიის ლუდვიგ ბოლცმანის სახელობის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტიდან, ისევე როგორც ვენის უნივერსიტეტიდან, საფრანგეთის სორბონის უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახელმწიფო უწყებები ყვარლის Royal Batoni–ს სასტუმროში შეიკრიბნენ, რათ ჩაეტარებინათ თეორიული და პრაქტიკული სემინარები 30 ქართველი სტუდენტისათვის საერთაშორისო მიგრაციასთან დაკავშირებულ სფეროში.
სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. საზაფხულო სკოლა მოიცავდა ახალგაზრდებს საქართველოს უნივერსიტეტებიდან, ქართველ სტუდენტებს ავსტრიიდან, საბერძნეთიდან, ფინეთიდან, ნორვეგიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე, ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებიც თავიანთ კარიერას სახელმწიფო დაწესებულებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორში ახორციელებენ. სემინარები და ლექციები ჩატარდა ადამიანის უფლებების დაცვის, მიგრაციასა და განვითარებას შორის კავშირის, მედიისა და მიგრაციის, მიგრაციის ეკონომიკის, სოციალურ მეცნიერებათა და მიგრაციის კვლევის მეთოდების სფეროში. კურსი შემუშავებული იყო და განხორციელდა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ, – საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც დაფუძნებულია ვენაში, ავსტრიაში და აქვს წარმომადგენლობა თბილისში, საქართველოში.
ვიოლეტა ვაგნერმა, საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელმა და ICMPD პროექტის მენეჯერმა განაცხადა: “ეს იყო საოცარი შესაძლებლობა ახალგაზრდა ქართველი სტუდენტებისა და პროფესიონალებისათვის, ესწავლათ მიგრაციის სფეროს მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისგან. საქართველოს რაც უფრო უკეთ შეეძლება მართოს როგორც საემიგრაციო, ისე საიმიგრაციო საკითხები, მით უკეთ შეძლებს ითანამშრომლოს სხვა ქვეყნებთან, როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე მის გარეთ, რაც სასარგებლო იქნება ყველა ქართველისთვის “.
დოქტორმა მელისა სეგელმა, ნიდერლანდების მაასტრიხტის მმართველობის სკოლის მიგრაციის კვლევის ხელმძღვანელმა განაცხადა: “მიგრაციის საკითხების ეფექტურად მართვა არის ძალზე მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის და ევროკავშირთან მისი ურთიერთობებისთვის. ზაფხულის ამ სკოლამ უზრუნველყო სასიცოცხლო რესურსი საქართველოსთვის – საქართველოდან მიგრაციის მომავალი სპეციალისტების ძირითადი ჯგუფი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ქვეყნის წინსვლას”.
საზაფხულო სკოლის აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა ყვარელში, სასტუმრო Royal Batoni–ში, როგორც ნაწილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, საქართველოში მიგრაციის მართვის გაძლიერების პროექტისა (ENIGMMA). მეორე ENIGMMA საზაფხულო სკოლა ჩატარდება 2016 წლის ზაფხულში.