გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ნიუ-იორკში მოღვაწე ანსამბლ „ფესვებთან“

შეხვედრა ნიუ-იორკში მოღვაწე ანსამბლ „ფესვებთან“

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

10 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრის, ქართულ ფოლკლორულ ანსამბლს – „ფესვებს“ უმასპინძლა.

აპარატს ორმოცდაათამდე ბავშვი და მოზარდი, მათი მშობლები და ანსამბლის ერთ-ერთი დამაარსებელი, მხატვრული ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი, შორენა ბარბაქაძე ესტუმრენ.
სახელმწიფო მინისტრი მიესალმა მოწვეულ სტუმრებს; გულთბილად ესაუბრა ბავშვებს; ყურადღებით მოუსმინა ანსამბლის ხელმძღვანელს, შორენა ბარბაქაძეს, შემდეგ კი მადლობა გადაუხადა მას იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრისა და ანსამბლ „ფესვების“ წარმომადგენლები ეწევიან.
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის პატარა მოცეკვავეებსა და მათ მშობლებს, გადაიღო მათთან ერთად სამახსოვრო სურათები.
აღსანიშნავია, რომ ანსამბლის წევრთა უმრავლესობა ამერიკაში დაბადებული ქართველია. მათთან ერთად ცეკვავენ სხვა ეროვნების ბავშვებიც, მათ შორის – ქართველ ებრაელთა და კავკასიიდან ემიგრირებულთა ოჯახებიდან. მიუხედავად ამისა, ყველა მათგანმა იცის ქართული ვინაიდან, ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, ერთადერთი ენა, რომელზეც რეპეტიციები მიმდინარეობს, ქართულია.
ამჟამად ანსამბლი „ფესვები“ საგასტროლოდ იმყოფება საქართველოში.
12 ივლისს, კვირას, 18:00 სთ-ზე, „გრიბოედოვის თეატრში“ ანსამბლი „ფესვები“ სრული საკონცერტო პროგრამით წარსდგება საზოგადოების წინაშე.
14 ივლისს „ფესვები“ კონცერტს გამართავს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
16 ივლისს კონცერტი გაიმართება ქალაქ ბათუმის საზაფხულო თეატრში.