გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან

შეხვედრა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2015 წლის 10 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საზღვარგარეთ მოღვაწე და საქართველოში დაბრუნებულ ექიმებს – ნიკოლოზ ვაშაყმაძეს, ბუბა კალანდაძეს, ნინო სოლომონიას, ლევან სუხიშვილს, „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ გამყრელიძეს და კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების სამშობლოში დაბრუნებას, განსაკუთრებით მედიცინის სფეროში, დიდი მნიშვნელობა აქვს დარგის თანამიმდევრულ განვითარებაში. გელა დუმბაძემ მოწვეულ სტუმრებს აპარატის მნიშნველოვანი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა, მათ შორის, მიდინარე წლის 27 მაისს გამართულ პირველ დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“, სადაც სხვა დარგობრივ სექციებთან ერთად, წარმატებით იმუშავა თანამემამულე ექიმების ჯგუფმა. სწორედ ამ ჯგუფის პრაქტიკული მუშაობის გაგრძელებას ემსახურებოდა სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ლობჟანიძე. საქმიანი და გულახდილი საუბრის დასასრულს, რომლის ერთ-ერთი თემა იყო მომავალი პროექტების, მათ შორის, სრულიად ქართველთა კონგრესის ორგანიზებაში თანამემამულე ექიმების და მედიცინის სფეროს მუშაკების ჩართულობა, გელა დუმბაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და იმედი გამოთქვა, რომ ეს ღია და საქმიანი ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.