გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა არქიმანდრიტ ილიასთან

შეხვედრა არქიმანდრიტ ილიასთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

10 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილეს, არქიმანდრიტ ილიას (ნასიძე) შეხვდა. საუბარი შეეხო საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ყოფას და პრობლემებს, მათ შორის საბერძნეთში ქართული დიასპორის მდგომარეობას. შეხვედრის ერთ-ერთი მნიშნველოვანი თემა იყო არქიმანდრიტ ილიას ინიციატივით დაარსებული ფონდის – „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა საქართველო“ – მიზნები და მომავალი საქმიანობა, მათ შორის კულტურული პროექტები, როგორიცაა საფრანგეთის დედაქალაქში, ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობით, საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზება 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი სახელოვანი მუსიკოსები – ანიტა რაჭველიშვილი და დავით ალადაშვილი. გელა დუმბაძემ მადლობა გადაუხადა საპატიო სტუმარს და თანადგომა აღუთქვა მომავალ საქმიანობაში.