გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორთან, სტივენ ჰეიკინთან

შეხვედრა აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორთან, სტივენ ჰეიკინთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

13 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორს, სტივენ ჰეიკინს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი, ნინა მატიაშვილი და შამენა გაალი, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ოფიცერი.
სტივენ ჰეიკინმა გამოხატა მადლიერება სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო, რომელიც ამ ორ უწყებას შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე წარმატებით ვითარდება და აპარატის სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.
გელა დუმბაძემ ვრცლად ისაუბრა აპარატის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, მათ შორის – 27–29 მაისს ქართული დიასპორის დღის ფარგლებში გამართულ პირველ პროფესიულ დიასპორულ ფორუმის შედეგებზე და ასევე, ახლო წარსულში საზღვარგარეთის ქვეყნებში განხორციელებულ მის ვიზიტებზე. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მარტის თვეში აშშ–ში „გლობალურ პარტნიორულ კვირეულზე“ განხორციელებულ ვიზიტზე და ვიზიტის ფარგლებში, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის თანაშემწესთან, ჯონათან კათზსთან და აშშ–ს სახელმწიფო მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ენდრიუ ობრაიენთან გამართულ შეხვედრებზე, სადაც დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივები, აგრეთვე აშშ–ში მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციათა ხელშეწყობის აუცილებლობა.
შეხვედრაზე განხილული იქნა აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამებში დიასპორელი მეწარმეების ჩართულობის საკითხი და დაისახა ერთიანი თანამშრომლობის გაღრმავება დიასპორული საინვესტიციო რესურსების მობილიზებისა და ინკლუზიური ეკონომიკური გზების განვითარების მხრივ.
სახელმწიფო მინისტრმა სტივენ ჰეიკინს მიაწოდა ინფორმაცია ოქტომბრის თვეში დაგეგმილი გლობალური დიასპორული კვირეულის შესახებ, რომელიც საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსთან პარტნიორობით გაიმართება.
შეხვედრის დასასრულს გელა დუმბაძემ და სტივენ ჰეიკინმა გამოთქვეს ღრმა რწმენა, რომ თანამშრომლობა სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის, ახალი დირექტორის ჩამობრძანების შემდეგაც, წარმატებით წარიმართება.