გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა იტალიაში მოღვაწე თანამემამულესთან

სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა იტალიაში მოღვაწე თანამემამულესთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

16 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე იტალიაში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეს, ლელა უზნაძეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, თამარ გამილაღდიშვილი. საუბარი ძირითადად შეეხო იტალიაში მცხოვრები ქართველების საერთო მდგომარეობას, იმ პრობლემებს, რომელთა დაძლევა ჩვენს თანამემამულეებს ყოველდღიურ ყოფაში და უცხო ქვეყანაში ინტეგრაციის პროცესში უწევთ. ლელა უზნაძემ სახელმწიფო მინისტრს გააცნო რომში ქართული ასოციაციის ჩამოყალიბების იდეა, სამოქმედო გეგმა და იმედი გამოთქვა, რომ იმ კულტურული, ჰუმანიტარული თუ სხვა სახის პროექტებში, რომელთა განხორციელებაში საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან, საქართველოს მთავრობის და პირადად სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერა ექნებათ. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომლის განხორიცელებაზე ერთობლივად მუშაობის სურვილი გამოითქვა, რომში მცხოვრები ქართველებისათვის სხვადასხვა პროფილის ქართველი ექიმების კონსულტაციები იქნება, რაც მომავალში იტალიის იმ რეგიონებშიც უნდა განივრცოს, სადაც დიდი რაოდენობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. შეხვედრის დასასრულს,  გელა დუმბაძემ სტუმარს გააცნო აპარატის სამომავლო გეგმები და მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი დიასპორული კვირეულის ღონისძიებებზე მიიწვია.