გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორული სტაჟირება 2015

დიასპორული სტაჟირება 2015

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროექტი “დიასპორული სტაჟირება” 2015 დაიწყო, რომელიც ოთხი სამუშაო კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ეს პროგრამა სპეციალურად იმ ქართველი სტუდენტებისთვის შეიქმნა, რომლებიც საზღვარგარეთ იღებენ განათლებას. ამ პროგრამაში მონაწილე ქართველ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ პრაქტიკა გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, გაეცნონ საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობის სპეციფიკას, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს და პრობლემათა გადაჭრის გზებს.
„დიასპორული სტაჟირების“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებს პროფესიულ სფეროში პრაქტიკის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ სასურველია ისინი დაბრუნდნენ სამშობლოში და მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები საკუთარ ქვეყანას მოახმარონ.
დიასპორის სახელმწიფო აპარატი, ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან ერთად მესამე წელია წარმატებით ახორცილებს “დიასპორული სტაჟირების”პროექტს.