გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრი ჰოლანდიაში მოღვაწე თანამემამულეს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი ჰოლანდიაში მოღვაწე თანამემამულეს შეხვდა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ჰოლანდიაში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეს, თიკა სვანიძეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, გიორგი მერაბიშვილი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველების საერთო მდგომარეობას.
თიკა სვანიძემ სახელმწიფო მინისტრს გააცნო ამსტერდამში მის მიერ დაფუძნებული ქართული დიასპორული ორგანიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ძირითადად ქართული ენის, სიმღერებისა და ცეკვების სწავლება-პოპულარიზაციას ეწევა ამსტერდამსა და ჰააგაში. მას ასევე დაგეგმილი აქვს მაასტრიხტსა და სხვა ქალაქებშიც ჩამოაყალიბოს ქართული ენის შემსწავლელი წრეები. ის ასევე ახორციელებს ქართველი სტუდენტების სწავლების ხელშეწყობასა და დაფინანსებას. შეხვედრის დასასრულს, გელა დუმბაძემ სტუმარს გააცნო აპარატის სამომავლო გეგმები და მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი დიასპორული კვირეულის ღონისძიებებზე მიიწვია.