გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტიქიით დაზარალებული ოჯახისათვის

სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტიქიით დაზარალებული ოჯახისათვის

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

24 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ კეკელიძე-ვარდიაშვილების ოჯახს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, აპარატის თანამშრომლები კეკელიძეების ოჯახს ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად გადაურიცხავენ თანხას, რაც მცირედით  მაინც შეუმსუბუქებს მძიმე ყოფას უსახლკაროდ დარჩენილ შვიდ წევრიან ოჯახს, რომელთაგან სამი მცირეწლოვანია. შეხვედრის დასასრულს, ბატონმა გელა დუმბაძემ სიმბოლური საჩუქრები გადასცა სტუმრებს და აპარატის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებზე მიიწვია.