გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრი საფრანგეთში მოღვაწე თანამემამულეს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი საფრანგეთში მოღვაწე თანამემამულეს შეხვდა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საფრანგეთში, ქ.პარიზში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეს ალექსანდრე ჩიქოვანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი გიორგი მერაბიშვილი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საფრანგეთში მცხოვრები ქართველების საერთო მდგომარეობას.
ალექსანდრე ჩიქოვანმა, რომელიც უკვე 35 წელია პარიზში ცხოვრობს, სახელმწიფო მინისტრს გააცნო თავისი მოღვაწეობის სფეროები – საქართველოსა და საფრანგეთის სახელმწიფო სტრუქტურებში და გამოხატა კეთილი ნება და მზადყოფნა ურთიერთ-თანამშრომლობისთვის.
გელა დუმბაძემ სტუმარს გააცნო აპარატის ამოცანები, სამომავლო გეგმები და მიიწვია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ დიასპორულ კვირეულზე.