გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრი აშშ_ში მოღვაწე თანამემამულეს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი აშშ_ში მოღვაწე თანამემამულეს შეხვდა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – გელა დუმბაძე შეხვდა აშშ-ში, ქ. ვაშინგტონში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეს, იურისტს – ვერონიკა მეტონიძეს.

შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი ნინა მატიაშვილი.
ვერონიკა მეტონიძემ სახელმწიფო მინისტრს გააცნო საკუთარი საქმიანობა, გაუზიარა საკუთრაი ხედვა და ესაუბრა ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე. როგორც მან აღნიშნა, მოღვაწეობა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ ცენტრში – ვაშინგტონში, დიასპორულ ორგანიზაციას მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს, აქტიური მუშაობა წარმართოს საქართველოს ცნობადობის ზრდის, ქვეყნის იმიჯის ამაღლებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის; მისი თქმით, ვაშინგტონის ქართულ დიასპორაში საამისოდ არსებობს როგორც ნება, ისე სათანადო ინტელექტუალური პოტენციალი.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოს ასოციაციისათვის აშშ-ში“ მნიშვნელოვანი იქნება თანამშრომლობა საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსთან (IdEA).
ვერონიკა მეტონიძემ გამოთქვა იმედი, რომ პარტნიორული ურთიერთობა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, ასევე, მისი დახმარებით კოორდინაცია სხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ უწყებებთან ხელს შეუწყობს „საქართველოს ასოციაციას აშშ-ში,“ ნაყოფიერად წარიმართოს მუშაობა.
გელა დუმბაძემ ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა სტუმარს და თანადგომა აღუთქვა მომავალ საქმიანობაში.