გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ბერლინის ქართული სახლის“ მორიგი პროექტი

ბერლინის ქართული სახლის“ მორიგი პროექტი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

27 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ქართულ-გერმანული პროექტის მონაწილეებს უმასპინძლა.

ბერლინის სენატის ფინანსური მხარდაჭერით, 2010 წლიდან, გერმანიის დედაქალაქში მოქმედი ორგანიზაციის „ბერლინის ქართული სახლის“ და მისი ხელმძღვანელის, თამარ შალამბერიძის ინიციატივით ხორცილედება სხვადასხვა სახის გაცვლითი პროგრამები.
რამდენადაც ამ დიასპორული ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია გერმანიასა და საქართველოს შორის კულტურული და საგანამანათლებლო ურთიერთობები, მ/წ ივლისში განხორცილდა მორიგი ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი, რომლის ფარგლებში საქართვლოს სტუმრობდნენ გერმანელი ახალგაზრდები. პროექტის დასკვნითი ნაწილი დაეთმო საქართველოში გერმანელი სტუმრების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენას – “მოყვარული ახალგაზრდა ფოტოგრაფები”, რომელსაც უმასპინძლა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.

სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა გელა დუმბაძემ სიტყვით მიმართა ახალგაზრდებს და აღნიშნა, რომ “ბერლინის ქართული სახლს” უკვე მრავალი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული: “ჩვენ საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს ამ აქტიურ დიასპორულ ორგანიზაციასთან და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ და ორმხრივ სასარგებლო პროექტებს განვახორციელებთ.” ღონისძიების დაასასრულს, სახელმწიფო მინისტრმა მადლობის სიგელი გადასცა “ბერლინის ქართული სახლის” დამფუძნებელს და ხელმძღვანელს, ქალბატონ თამარ შალამბერიძეს და პროექტის ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა.