გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული ენა და კულტურა ესპანეთის სამეფოს დედაქალაქში

ქართული ენა და კულტურა ესპანეთის სამეფოს დედაქალაქში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

28 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახლმწიფო მინისტრი, ბატონი გელა დუმბაძე მადრიდში მოქმედი საკვირაო სკოლის ხელმძღვანელს და პედაგოგს, ქალბატონ თამარ მეტრეველს შეხვდა. საუბარი ძირითადად შეეხო საკვირაო სკოლის პრობლემებს და სამომავლო გეგმებს, ასევე ქართული ენის სწავლების მეთოდოლოგიას საქართველოს ფარგლებს გარეთ. თამარ მეტრეველმა აცნობა სახელმწიფო მინისტრის, რომ ოქტომბრის თვიდან, მადრიდში, იგეგმება ქართული ენის სალექციო კურსი ესპანელებისათვის. ინიციატივა ეკუთვნის ასოციაციას“UNIVERSAL ATENEO”, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტს აერთიანებს ისტორიის,კულტურის და რელიგიის მიმართულებებით. სტუმარმა ყურადღება გაამახვილა მნიშნველოვან სიახლეზეც: ამავე ასოციაციის ორგანიზებით, მ/წ ნოემბერში, მადრიდში ჩატარდება კონფერენცია, რომლის ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება საქართველო. თამარ მეტრეველმა აღნიშნა, რომ ამ ურთულეს მისიაში სახელმწიფო მინისტრის და შესაბამისი სპეციალისტების მხარდაჭერის იმედი აქვს. სახელმწიფო მინისტრმა თანადგომა აღუთქვა სტუმარს და სიმბოლური საჩუქრები გადასცა საკვირაო სკოლის პატარა მოსწავლეებისათვის.