გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრის ლექცია ქართველი სტუდენტებისთვის

სახელმწიფო მინისტრის ლექცია ქართველი სტუდენტებისთვის

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული სტუდენტური სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, პირველი ლექცია დაეთმო თემას „21-ე საუკუნის ლიდერები“, რომელიც 28 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ წაუკითხა ქართველ სტუდენტებს. ლექციას ასევე ესწრებოდნენ აპარატის თანამშრომლები და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები.
ახალგაზრდა თანამემამულეები, რომლებიც სწავლობენ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში, ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს ლექციის თავისუფალ, გულწრფელ და ემოციებით დატვირთულ განვითარებას. ინტერაქტიური და ლაღი დიალოგის ფორმატს ახალგაზრდებთან ყოველთვის მოაქვს ნაყოფიერი შედეგი და ამგვარი ლექციების მიზანია – გაითავისონ ჩვენმა მომავალმა ლიდერებმა მათი როლი საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარებაში.
სტუდენტების კითხვებზე სახელმწიფო მინისტრის ვრცელმა და გულწრფელმა პასუხებმა კიდევ უფრო გაზარდა მათი ინტერესი ჩვენს სახელმწიფოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, ჩვენი თანამემამულეების რეალურ ყოფასა და სამომავლო პერსპექტივებზე. ბატონმა გელა დუმბაძემ საინტერესო და ორიგინალური პარალელები გაავლო საქართველოს რეალობასა და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას შორის, ჩვენი და მსოფლიო ერების თავისებურებების, კულტურის, ყოფის, რელიგიის თუ სულიერების ფილოსოფიისა და მსოფლმხედველობის გათვლისწინებით, ჩვენი დროისა და გასული საუკუნეების გმირების თუ ლიდერების მაგალითზე. შეხვედრის დასასრულს, სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს სახელმწიფო მინისტრს კრეატიული და ინფორმაციით დატვირთული ლექციისათვის