გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

„ონლაინ სკოლის“ პროექტის მეორე ეტაპი

„ონლაინ სკოლის“ პროექტის მეორე ეტაპი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

29 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე „ონლაინ სკოლის“ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ზაალ სარაჯიშვილი და სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი და პროექტის კოორდინატორი, თამარ გამილაღდიშვილი ესწრებოდნენ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატმა პროექტზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, მანანა შეყილაძემ და ალექსანდრე ჯავრიშვილმა, გელა დუმბაძეს პროექტის მეორე ეტაპის შედეგები გააცნეს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის, პარტნიორი ორგანიზაციის, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ფინანსური მხარდაჭერით, მომზადდა ქართული ენის სწავლების მეთოდოლოგია და განისაზღვრა სწავლების საფეხურები. შედგა დისტანციური სწავლების გაკვეთილების სისტემა და საქართველოს ისტორიის სწავლების მეთოდოლოგია (ეთნოგრაფია-მხარეთმცოდნეობის ელემენტებით);
სახელმწიფო მინისტრის აპარატის უშუალო მონაწილეობით, ევროპული სკოლის ბაზაზე და ორგანიზაცია „განათლება და ახალი ტექნოლოგიების“ მიერ შემუშავებული სისტემით, ჩაწერილია საცდელი ვიდეო-გაკვეთილები საქართველოს ისტორიასა და ქართულ ენაში, რაც სამუშაო ჯგუფმა წარუდგინა სახელმწიფო მინისტრს და დადებითი შეფასება დაიმსახურა;
ონლაინ სკოლის სისტემური უზრუნველყოფისა და ხარისხის მართვის ეტაპების მომზადება დაიწყება 2016 წელს.