გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა გიორგი ჩოგოვაძესთან

შეხვედრა გიორგი ჩოგოვაძესთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში დიასპორული სტაჟირების მონაწილე სტუდენტები საქარრთველოს ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელს, გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი. გიორგი ჩოგოვაძემ სტუდენტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ლექცია წაუკითხა. ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. განხილულ იქნა საქართველოს როგორც შიდა ასევე საერთაშორისო დონეზე ტურისტული აქტივობები.

დიასპორული სტაჟირების პროგრამას, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება“ უკვე მესამე წელია ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტები სტაჟირებას გადიან სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორში.