გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრი ვენაში მოღვაწე თანამემამულეს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი ვენაში მოღვაწე თანამემამულეს შეხვდა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ვენაში მოღვაწე ქართველ ვოკალისტთა ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, მეცოსოპრანოს ქეთევან ქემოკლიძეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ირაკლი როგავა.
ქეთევან ქემოკლიძემ, სახელმწიფო მინისტრს გააცნო თავისი მოღვაწეობის და საქმიანობის შესახებ და გამოხატა კეთილი ნება და მზადყოფნა ურთიერთთანამშრომლობისთვის.
გელა დუმბაძემ თავის მხრივ სტუმარს გააცნო აპარატის სამომავლო გეგმები და მოიწვია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ დიასპორულ კვირეულზე.