გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

„დიასპორული სტაჟირება“ 2015 დასრულდა

„დიასპორული სტაჟირება“ 2015 დასრულდა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

18 აგვისტოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა პროექტ “დიასპორული სტაჟირება” 2015-ის მონაწილე სტუდენტთა დაჯილდოვება.

სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე პროექტში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა,პროფესიულ სფეროში პრაქტიკის წარმატებით დასრულება მიულოცა და შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა. სტაჟირება ოთხი სამუშაო კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. აღნიშნული პროგრამა სპეციალურად იმ ქართველი სტუდენტებისთვის შეიქმნა, რომლებიც საზღვარგარეთ იღებენ განათლებას.

აღნიშნულ პროგრამას,  ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან ერთად  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპატარი მესამე წელია წარმატებით ახორცილებს.