გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

„დიასპორელი ახალგაზრდა ლიდერების განვითარება“ ელექტრონული კონკურსი

„დიასპორელი ახალგაზრდა ლიდერების განვითარება“ ელექტრონული კონკურსი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, 11-17 ოქტომბერს გაიმართება გლობალური დიასპორული კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
კვირეულის ერთ–ერთი ღონისძიებაა კონკურსი – „დიასპორელი ახალგაზრდა ლიდერების განვითარება“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ მცხოვრები 19–დან 29 წლამდე ასაკის ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა უნივერსიტეტებს, ბიზნესს, სახელმწიფო სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, განათლებისა და კულტურის სფეროს. კონკურსი საშუალებას იძლევა დიასპორელმა ახალგაზრდებმა გაიფართოვონ სწავლის, მუშაობისა და ლიდერობის თვალსაწიერი და პერსპექტივები თავიანთ სამშობლოში.
კონკურსზე ყურადღება მიექცევა
• ახალგაზრდა დიასპორელების ლიდერულ განვითარებას
• ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდა ლიდერებისთვის ქმედითუნარიანობის გაზრდას
• ახალგაზრდულ და ეკონომიკურ განვითარებას
• დიასპორელი ახალგაზრდების იმიჯის წარმოჩენას გლობალურ კონტექსტში: სპორტი, მუსიკა, ხელოვნება
• გლობალურ კავშირებს და თანამშრომლობას
• სიღარიბისა და ძალადობის დაძლევას
• ჯანდაცვას
• ახალგაზრდულ მმართველობას
• ახალგაზრდულ მოხალისეობას
• საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს

კონკურსის მიზნებია
• ახალგაზრდა დიასპორელების სამშობლოში მიმდინარე პროცესებში ჩართვისათვის ინფორმაციისა და იდეების გაცვლა, სამშობლოსთან კავშირების დამყარება და გაღრმავება;
• საზღვარგარეთ დაბადებულ თაობაში კულტურული და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება;
• სხვადასხვა თვალთახედვის გაზიარება სამშობლოში უშუალო კავშირებისა და თანამშრომლობის დასამყარებლად;
• იმ მნიშვნელოვანი წვლილის ხაზგასმა, რომელიც დიასპორელ ახალგაზრდებს შეუძლიათ შეიტანონ, ასევე, მათში სამომავლო ლიდერობისა და ერთგულების სულისკვეთების გაღვივება;
• არსებულ გამოწვევებთან გამკლავება;
• ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის ძლიერი გრძნობის განვითარება;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეივსოს ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა ამა წლის 1 ოქტომბრამდე, სადაც უმთავრესი ყურადღება უნდა გამახვილდეს სექციაზე – „ ერთი იდეა სამშობლოს“.

სარეგისტრაციო ფორმა

16 ოქტომბერს, გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში, საუკეთესო იდეების მოწოდებისათვის 10 ფინალისტი დაჯილდოვდება ფასიანი პრიზებით (ტექნიკის თანამედროვე საშუალებებით და სხვა). ამასთანავე, უკლებლივ ყველა მონაწილეს გადაეცემა საპატიო სიგელი.

კონკურსში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ წარმოაჩინოთ თქვენი საქმიანობა, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და ხედვები. გამოგზავნილი მასალები გაშუქდება მედია სივრცეში.