გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრი თამარ გვერდწითელს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი თამარ გვერდწითელს შეხვდა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე რუსეთში მოღვაწე სახალხო არტისტს, თამარ გვერდწითელს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ირაკლი როგავა. თამარ გვედრწითელი სახელმწიფო მინისტრს ესაუბრა თავის მოღვაწეობის და საქმიანობის შესახებ . ასევე, გამოხატა კეთილი ნება და მზადყოფნა ურთიერთთანამშრომლობისათვის. გელა დუმბაძემ თავის მხრივ სტუმარს გააცნო აპარატის სამუშაო პროცესი და ერთად დასახეს სამომავლო გეგმები. სახელმწიფო მინისტრმა, თამარ გვერდწითელი მოიწვია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ დიასპორულ კვირეულზე.