გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დავით ყიფიანის სახელობის ტურნირი კახში

დავით ყიფიანის სახელობის ტურნირი კახში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში ჩატარდა დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის ფინალური მატჩი, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი თემურ ტარტარაშვილი დაესწრო. მან გამარჯვებულ გუნდს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო – დიასპორის თასი და სხვა საჩუქრები გადასცა. აღნიშნულ ჩემპიონატში მიმდინარე წელს 8 გუნდი მონაწილეობდა. ფინალური მატჩი სოფ. ქოთოქლოსა და ბაჩალიაშვილების გუნდს შორის გაიმართა და ბაჩალიაშვილების გამარჯვებით დასრულდა. დავით ყიფიანის სახელობის ტურნირი კახის რაიონის ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებსა და უბნებს შორის 1997 წლიდან იმართება, რაც თანამემამულეებს შორის ფეხბურთის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.