გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ლევილის მამულის დიაგნოსტიკური შეფასებისთვის 107 000 ევრო გამოიყო

ლევილის მამულის დიაგნოსტიკური შეფასებისთვის 107 000 ევრო გამოიყო

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის მხარდაჭერით გამოიყო 107 000 ევრო ლევილის მამულის დიაგნოსტიკური და წინასწარი შეფასებითი სამუშაოებისთვის. სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის განცხადებით,- ლევილის მამული კომისიის მიერ, ფრანგულ მხარესთან ბოლო პერიოდში ჩატარებულია ორი სერიოზული რაუნდი, რომლის მიხედვითაც, ლევილის მამულის მომავალი მოწყობის პროფილი განისაზღვრა. ეს იქნება ,,ვილა მედიჩის“ ტიპის დაწესებულება, სადაც მომავალში ქართველი მაგისტრანტები და დოქტორანტები მიიღებენ კულტურულ სამეცნიერო საქმიანობაში მონაწილეობას და ადგილი ექნება მუდმივი როტაციას. საქართველოს მთავრობის მიერ საჭირო თანხის დროულად გამოყოფა, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფრანგულმა მხარემ უახლოესი თვეების განმავლობაში დიაგნოსტიკური და ტექნიკური შეფასება განახორციელოს.