გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული ენის სწავლება საბერძნეთში

ქართული ენის სწავლება საბერძნეთში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
8 სექტემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შედგა შეხვედრა საბერძნეთიდან დაბრუნებულ თანამემამულესთან, საბერძნეთის რესპუბლიკის დედაქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურული დიალოგის“ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, ნანა ტოხვაძესთან, რომელიც თანამოაზრე ქართველ ემიგრანტებთან ერთად, ახორციელებდა საგანმანათლებლო პროექტს „წმინდა გიორგის სახელობის ქართული სკოლა ათენში“.
ნანა ტოხვაძემ სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიმართა თხოვნით, საკვირაო სკოლების და უწყებრივი საგანამანათლებლო პროგრამების პარალელურად, გაგრძელდეს მუშაობა საპილოტე პროექტზე, რომლის საბოლოო მიზანია საბერძნეთის რესპუბლიკის დედაქალაქის სკოლებში ქართული ენის სწავლების დაშვება, რათა ახლო მომავალში მშობლიური ენის დაკარგვის საშიშროების წინაშე არ დადგნენ საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი პატარა თანამემამულეები.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ინიცირებულ პროექტზე მუშაობის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია პროფილური პარტნიორი უწყებების თანადგომა და აქტიური ჩართულობა, რათა მიღწეული იქნას ისეთივე რეალური შედეგი, როგორიცაა გასული საუკუნის 90-იან წლებში საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეოს საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის უშუალო მონაწილებით, საქართველოს რამდენიმე ზოგადსაგანამანათლებლო სკოლაში ბერძნული ენის სწავლების დაშვება. აღსანიშნავია, რომ პედაგოგები და სასწავლო პროგრამა, ისევე როგორც სახელმძღვანელოები, მომზადდა აღნიშნულ ინსტიტუტში, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის უშუალო ხელმძღვანელობით და პროექტის კურატორის, პროფ. სოფიო შამანიდის მონაწილეობით.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის რთულ გზაზე მიღწეული და მისაღწევი წარმატებები ქართული დიასპორის მონაწილეობაზეცაა ორიენტირებული, რამდენადაც უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ქართული საზოგადოების განუყოფელი და მეტად მნიშნველოვანი ნაწილია, ხოლო მათში ეროვნული იდენტობის და მშობლიური ენის შენარჩუნება კი იყო და არის მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი.