გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველ მხატვართან

შეხვედრა ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველ მხატვართან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

11 სექტემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ ქართველ მხატვარს, მაია სიმონიას შეხვდა.ემიგრაციის პერიოდში, ქართველ ხელოვანს მონაწილოება აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო პროექტში, ხოლო პერსონალური გამოფენები მოწყობილი აქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოში. მოღვაწეობს ნიდერლანდების სამეფოში და საფრანგეთში. მისი ნამუშევრები ინახება კერძო ქოლექციებში როგორც საქართველოში, ისე ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. ასევე, მაია სიმონია აქტიურად თანამშრომლობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM).

გელა დუმბაძემ სტუმარს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის უახლოესი გეგმები და 2015 წლის ოქტომბერში დაგეგმილ დიასპორულ კვირეულზე მიიწვია.